ბადრიჯანი გარეცხეთ და სიგრძეზე თხელ ნაჭრებად დაჭერით. დანით შეიძლება გაგიჭირდეთ, შეგიძლიათ ბოსტნეულის სათლელი გამოიყენოთ. შეწვით ორივე მხრიდან. ნიორი, ოხრახუში, ბაზილიკი (ან რეჰანი), ქინძი წვრილად დაჭერით. ბულგარული წიწაკა დააჩოპერეთ (ან შეგიძლიათ ესეც ხელით დაჭრათ). დაუმატეთ მარილის მესამედი. ეს მასა გადაანაწილეთ ბადრიჯნის ნაჭრებზე და რულეტივით გადაახვიეთ. შემდეგ მჭიდროდ ჩაალაგეთ ქილაში. მარინადისთვის: წყალში ჩაყარეთ 2 სკ შაქარი და 2 ჩკ მარილი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ დაამატეთ ძმარი და ადუღეთ მაქსიმუმ 1 წთ-ის განმავლობაში. მიღებული მარინადით გაავსეთ ქილები, დაახურეთ თავსახური და გაასტერილეთ 20 წუთის განმავლობაში.