გარეცხილი პომიდორი დავჭრათ წვრილად და დავაყაროთ 1.5 სკ მარილი. გავაჩეროთ, სანამ თავისივე წყალში არ აცურდება. ასევე წვრილად დავჭრათ ხახვი და ბულგარული წიწაკა. ნიორი და ნიგოზი გავატაროთ. პომიდორს გავავლოთ წყალი და გავწუროთ მაგრად. მოვშუშოთ ხახვი, ნიორი და ბულგარული ზეთში და ძმარში ისე, რომ ძალიან არ ჩავარბილოთ (ზმარი თუ ძლიერია, 50 მლ-ით ნაკლები დაუმატეთ). მოშუშულ მასას დავამატოთ ნიგოზი და სუნელი, ბოლოს - პომიდორი, წიწაკა და მარილი. ერთი რომ წამოდუღდება, ჩავასხათ ქილებში. მე გავუკეთე ასპირინი. ასევე დაგაინტერესებთ: იცავს თუ არა კონსერვს ასპირინი ტოქსინებისგან? - აი, სიმართლე ასპირინის შესახებ! * თითო ყავის ჭიქა ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი - თვალისზომით.