მოამზადეთ სოდიანი წყალი: 1 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 1 სკ სოდა. მწვანე პომიდორს (სქელკანას) ამოაჭერით გული (მითითებული გასუფთავებული პომიდვრის წონა). დაჭერით ქადის საჭრელით, რომ ლამაზი ფორმა ჰქონდეს. გადაიტანეთ სოდიან წყალში და დატოვეთ 5 საათით. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში 10 წუთით. 200 მლ წყლისა და 1 კგ შაქრისგან მოადუღეთ სიროფი და გადაიტანეთ პომიდორი. ადუღებიდან 10 წთ ხარშეთ, შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ დილამდე. დილით ისევ შედგით ცეცხლზე, დაუმატეთ ლიმონმჟავა, ვანილის შაქარი. ხარშეთ დავალ ცეცხლზე 1 საათით. ნაყოფი უნდა გახდეს გამჭვირვალე, სიროფი კი შესქელდეს.