სტაფილო გავრეცხე და დავაბლენდერე (შეგიძლიათ დაჭრათ ან გახეხოთ საშუალო სახეხზე).ბულგარული წიწაკა გავატარე, ზეთში მოვთუშე ჯერ სტაფილო, შემდეგ ბულგარული წიწაკა დავუმატე და ერთად ვთუშე 10 წთ. შემდეგ დავუმატე გახეხილი პომიდორი და ვადუღე 10-15 წთ. დავუმატე დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის კაკლები და შაქარი. ვადუღე კიდევ 10 წთ. სტერილურ ქილებში მოვათავსე ცხელ-ცხელი. ძალიან არომატული და გემრიელი ლეჩო გამოდის. წლებია ამ რეცეპტით ვამზადებ და ოჯახში ყველას უყვარს.