ბადრიჯანი წვრილად დაჭერით. საცხობ ფორმაში ჩაასხით მზესუმზირას ზეთი, გადაიტანეთ ბადრიჯანი და ამოურიეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. სანამ ბადრიჯანი ცხვება, ხახვი წვრილად დაჭერით და დაუმატე ბადრიჯანს. შემდეგ სტაფილო დაჭერით და ისიც დაუმატეთ. გაარჩიეთ და დაჭერით წითელი ბულგარული წიწაკა, ასევე პომიდორი. დაამატეთ ღუმელში ცხობის პროცესში მყოფ ბოსტნეულს. შეაზავეთ მარილით, პილპილითა და ჩილით. კვლავ ამოურიეთ და საბოლოოდ შეაბრუნეთ ღუმელში 20 წუთით. მიღებული ბოსტნეული გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ თავსახური, გადააბრუნეთ, შეფუთეთ და დატოვეთ გაგრილებამდე.