კარგად მოხარშეთ 5 კვერცხი, გააგრილეთ და გაფცქვენით. წვრილ სახეხზე გახეხეთ. კარტოფილი გათალეთ, დაჭერით და მოხარშეთ. გადაწურეთ და გახეხეთ. წვრილად დაჭერით ხახვიც. ხახვი მოშუშეთ ზეთში. კამა წვრილად დაჭერით. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, შეაზავეთ ხორცის სანელებლებით, რომლებსაც ხორციანი კატლეტების ან ზოგადად ხორციანი კერძების მომზადებისას იყენებთ. მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. თუკი ძალიან ცხიმიანი მოგეჩვენებათ, შემწვარი კატლეტები ქაღალდის ხელსახოცებზე გადაიტანეთ და შემდეგ - თეფშზე. გემრიელად მიირთვით!