დაგვჭირდება ღორის მკერდის ნაჭერი, 2 ცალი. ძმარი, მარილი და წიწაკა ავურიოთ. ჯანჯაფილი და ნიორი გავხეხოთ და დავუმატოთ მარინადს. მარინადე ოდნავ მლაშე უნდა იყოს, რომ ხორცს კარგად გაუჯდეს. ხორცის ნაჭრებს კარგად შევაზილოთ მარინადი, წავუსვათ ზეთი და ზეთწასმულ თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ. ხორცი შევდგათ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შევწვათ, სანამ არ დაიბრაწება. სუფრაზე სალათის ფოთლებთან ერთად გავიტანოთ. რჩევა: ბრინჯის ძმარი აზიურ სამზარეულოსი გამოიყენება. მისი შეძენა სუპერმარკეტებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში შეგვიძლია. თუ არ გვექნება, შეგვიძლია ვაშლის ან ჩვეულებრივი ღვინის ძმრით ჩავანაცვლოთ.