ვასუფთავებთ კარტოფილს, ვჭრით კუბებად და ვდგამთ მოსახარშად. პომიდორს ვაცლით კანს და ვკეპავთ წვრილად, ასევე წვრილად ვჭრით ბულგარულსაც, მოვშუშავთ ხახვს. ნახევრად რომ მოიშუშება, დავამატებთ ბულგარულს, ცოტა ხანს კიდევ ჩავშუშავთ დახურულ ტაფაში. შემდეგ დავამატებთ პომიდორს და ტომატპასტას. 3-5 წუთის მერე გადავიტანთ ნახევრად მოხარშულ კარტოფილთან, ჩავყრით დაფნას, სუნელებს და როცა კერძი მზად იქნება, გათქვეფილ კვერცხს ვამატებთ ნელ-ნელა და ვურევთ, გამორთულზე ვაყრით მწვანილს, ვაჭყლიტავთ ნიორს, ვუშვებით მარილს და წიწაკას. გემრიელად მიირთვით!