მუქი რეჰანი გავრეცხე, დავჭერი, დავამატე 3 ლ წყალი და 5 წთ მოვადუღე. გავწურე დავუმატე ლიმონი და ლიმონმჟავაც. ამ წვენიდან ნახევარი ლიტრი მოვათავსე ქვაბში, დავუმატე 600 გ შაქარი. მოვადუღე სიროფი. შემდეგ გავაგრილე, დავუმატე არაყი და დარჩენილი რეჰანის წვენი. (არაყს თუ არ გაუკეთებთ და ყინულის კუბიკებს ჩაამატებთ ჭიქაში, არაჩვეულებრივ წვენს მიიღებთ).