დავჭრათ ხორცი (ამ შემთხვევაში საქონლის) სასურველი ზომის ნაჭრებად და დავასხათ წყალი ისე, რომ დაიფაროს ხორცის ნაჭრები. მოვხადოთ ქაფი და ვადუღოთ ხორცის მზაობამდე. გადავწუროთ ბულიონი ცალკე თასში. ხორცი მოვთუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ქარაქში ან ზეთში, ცოტა ხანში დავამატოთ ტომატი და მოვწვათ. გატარებულ და ფილთაქვაში დანაყულ ნიგოზს დავამატოთ ნიორი, სუნელები, წიწაკა, ახალი ქინძის ფოთლები და გავხსნათ ხორცის ნახარშ ბულიონში, დავამატოთ 2 სკ მოხალული სიმიდინდის ფქვილი (უკეთესი გემო და სტრუქტურისთვის) და მოვასხათ ხორცის ნაჭრებს. დავამატოთ გემოვნებით მარილი და ვადუღოთ კიდევ 5-10 წუთი. გემრიელად მიირთვით!