წითელი ბულგარული და წითელი მწარე წიწაკა გავრეცხოთ, შეშრეს და გავასუფთაოთ თესლისგან. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ცოტა წვრილ ბადეში. დავდოთ საწურზე და ჩამოიწუროს. გადავიტანოთ თუჯის ქვაბში, დაუმატოთ ზეთი, ორჯერ გატარებული ნიორი, 3-4 სკ უცხო სუნელი, 1 სკ ზაფრანა, 2-3 სკ ხმელი ქინძი, 1 სკ ტომატპასტა, 5 სკ ძმარი, მარილი. მარილი ცოტა უნდა ემეტებოდეს. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მოვადუღოთ მორევით (დაახლოებით 15-20 წთ), გადავიტანოთ ცხელი მშრალ ქილებში.(ზოგი უმატებს ასპირინს). შეგიძლიათ ზემოდან მოასხათ ზეთი. გამოვიდა 7ცალი 250 მლ ქილა.