ლეღვი გავრეცხე, ყუნწები ამოვაცალე, დავჭერი ნაჭრებად, ცოტა წყალი დავუმატე და ქვაბში მოვხარშე დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. შემდეგ დავაბლენდერე, საცერში გავატარე და ისევ დავაბრუნე ქვაბში, მოვხარშე ლეღვის უშაქრო მასა კიდე 15 წუთით. გადმოვდგი ცეცხლიდან, ცოტა შევაგრილე მასს და წავუსვი 1 ფირფიტა სილიკონის დაფაზე,მეორე - ცელოფანჩაფენილ ღუმელის ტაფაზე. სილიკონზე უფრო მალე გაშრა. შესაძლებელია ლეღვის ტყლაპის გაკეთება ასევე კურკებიანად (ანუ საცერში გატარების გარეშე). 2 ფირფიტა გამომივიდა. გამოვაშრე ჰაერზე 2 დღის განმავლობაში, 1 ღამით ჩამოვკიდე სარეცხივით სახლში, თხელ ფენად წავუსვი. გამშრალი ტყლაპი გავჭერი და რულეტივით გადავახვიე.