ღორის მუცელი: კარგად გავტრუსოთ ღორის მუცელი კანის მხრიდან და დავსეროთ ისე რო ხორცამდე დანა არ ჩავიდეს. მხოლოდ კანი. მარილი მოვაყაროთ ბლომად და დავტოვოთ დაახლოებით 20 წუთი. კარგად მოვამშრალოთ კანის მხრიდან. საცხობ ფორმაზე დავასხათ ოდნავ ზეთი და კანის მხრიდან დავდოთ ხორცი, ზემოდამ დავაფინოთ პერგამენტი და დავადოთ სიმძიმე. 220 გრადუსზე 40 წუთი ვაცხოთ. 40 წუთის შემდეგ ამოვატრიალოთ და ვაცხოთ 10-15 წუთი. მწვანე ლობიოს პიურე: მოვხარშოთ მწვანე ლობიო და კარტოფილი, ყველაფერი დავაბლენდეროთ ნაღებთან ერთად. საცერში უნდა გაიცრას და შემდეგ შესქელდეს. ანანასის სალსა: ანანასი დავჭრათ წვრილად და შევაზავოთ. გამომცხვარი ანანასი: ღორის ცხიმში მოვბრაწოთ ანანასი გრილის რეჟიმზე ღუმელში. მიწისთხილის ტკბილ ცხარე სოუსი: ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს. ჯინჯერ-ლაიმის სორბე: ყველაფერი დავაბლენდეროთ და გავყინოთ ქინძის ქაფი: ქინძი მოვწალოთ და დავაბლენდეროთ ყველფერი, გადავწუროთ და შემდეგ ხელის ბლენდერით ამოვიყვანოთ ქაფი. დავაცადოთ ქაფს რომ დასატაბილურდეს 1-2 წუთი.