ჩავასხათ ქვაბში ზეთი და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ კანგაცლილი დაბლენდერებული პომიდორი. ვადუღოთ 1 სთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ დავუმატოთ დაბლენდერებული ბულგარული, ნიორი, წიწაკა, შაქარი, მარილი და ვადუღოთ 15 წთ. ჩავასხათ ცხლად გასტერილებულ ქილებში.