უნაბი ხის ჩხირით დაჩხვლიტეთ. შაქარს დაასხით წყალი, დაუმატეთ ლიმონმჟავა, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ჩაყარეთ უნაბი და გადმოდგით ცეცხლიდან. დატოვეთ დილამდე. დილით დაამატეთ ფორთოხლის ცედრა, დადგით დაბალ ცეცხლზე, ადუღებიდან 30 წთ ხარშეთ. შენიშვნა: ლიმონმჟავა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 2 სკ ლიმონის წვენით, ფორთოხლის ცედრა - სურვილისამებთ. თუმცა გარწმუნებთ ცედრის დამატებით საოცრად არომატულია.