ჯემიანი ვულკანები -მარტივი, ლამაზი და გემრიელი
ჯემიანი ვულკანები -მარტივი, ლამაზი და გემრიელი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ.კ
  • ფქვილი - 400 გ
  • კვერცხის გული - 4
  • შაქრის პუდრი - 115 გ
  • დარბილებული კარაქი - 150 გ
  • გარგრის ჯემი/კონფიტიური
  • დაფქული ვაფლი (უკრემო) - 150 გ
მომზადების წესები
ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი,  სათითაოდ დავამატოთ კვერცხის გულები. შემდეგ დავამატოთ ფქვილი გამაფხვიერებელი. 
გავაკეთოთ თანაბარი ზომის პატარა ბურთულები, შუაში ჩაღრმავება გავუკეთოთ. გამოვაცხოთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

კარგად რომ გაცივდება, ნამცხვრებს გვერდებზე ჯემის თხელი ფენა გადავუსვათ და დაფქულ ვაფლში ამოვავლოთ, ჩაღრმავებაც ჯემით ამოვუვსოთ.

*ჯემი ერთგავროვანი უნდა იყოს. შეიძლება მურაბაც გამოვიყენოთ, მაგრამ წვენი და ნაყოფი წინასწარ დავაბლენდეროთ ჯემის კონსისტენციის მისაღებად.
ტეგები:
გარგრის ჯემი კარაქი ვაფლი ნანახია: 19737