1. კარგად გარეცხეთ წიწაკა, არ მოაშოროთ მარცვლები. 2. კარგად გარეცხეთ მწვანილი. გაასუფთავეთ ნიორი. 3. წიწაკა, ნიორი და მწვანილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. 4. მასას დაუმატეთ ხმელი რეჰანი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, შავი პილპილი და მარილი. მოურიეთ. 5. 3 დღე გაჩერეთ ემალის ჭურჭელში ბნელ გრილ ადგილას, შემდეგ გადაიტანეთ ქილებში და შედგით მაცივარში.