კარაქი გავადნოთ, გავწუროთ წვრილ საწურში და შევდგათ მაცივარში, ოდნავ უნდა გამყარდეს. შემდეგ დავამატოთ ზეთი და მშრალი ინგრედიენტები ფქვილის გარდა. ავურიოთ კარგად ხელით და ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი (ბევრი არ მოგიივდეთ. ცომი უნდა გამოვიდეს ადვილად დამყოლი, არაწებვადი). მივცეთ სასურველი ფორმა და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წთ, შემდეგ კი 100 გრადუსზე - 10 წთ. ფერი არ უნდა შეიცვალოს, თეთრი უნდა დარჩეს. შაქარლამა აუცილებლად გავაცივოთ ბოლომდე და მერე მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ამ პორციით გამოდის ორი საცხობი ფორმა შაქარლამა. სურვილისამებრ შეამცირეთ ან გაზარდეთ დოზები.