გასუფთავებულ 2-ლიტრიან ქილებში თვალის ზომით ჩავალაგე კამის ძირები აყვავებული, ნიახური, დაფნის ფოთოლი, რამდენიმე კბილი ნიორი, ჩერი პომიდორი (გარშემო შემოვულაგე რეჰანი), მწარე წიწაკა. დავასხი ადუღებული წყალი, დავაფარე სახუფი და მივდგი გვერდით. ისევ ავადუღე წყალი, პირველი წყალი გადავღვარე, დავამატე შაქარი, მარილი, მიხაკის მარცვლები, ღვინის ძმარი, შავი პილპილის მარცვლები და ასპირინი (თქვენ შეგიძლიათ არ დაუმატოთ). დავასხი ისევ ადუღებული წყალი და მოვხუფე. შევინახე 24 საათით. გაითვალისწინეთ, რომ გასტერილებას 15 წუთზე მეტი არ სჭირდება, თორემ პომიდორი დასკდება.