ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს და ცომი 15 წთ საყინულეში დავაყოვნოთ. შემდეგ გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი, 2 სკ შაქარი (ან თქვენი გემოვნებით) და ვანილი. გადავახვიოთ რულეტივით და დავჭრათ. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე. თავზე შეგიძლიათ კვერცხის გული ან/და რძე წაუსვათ წაუსვათ, მე სადად დავტოვე.