ბისკვიტი: კვერცხის გულს დავუმატოთ დანის წვერით მარილი და ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ ვუმატებთ შაქარს ეტაპობრივად, გამდნარ კარაქს (ან მარგარინს), მაწონს (ან არაჟანს), გამოვრთოთ მიქსერი და დავუმატოთ ფქვილი და სოდა (ან 1.5 ჩკ გამაფხვიერებელი). ცომის მასას ვყოფთ 3 ნაწილად. საცხობ ქაღალდზე ვაბრტყელებთ და ვაცხობთ 180 გრადუსზე. გულსართი: კვერცხის ცილას დავუმატოთ მარილი და ავთქვიფოთ, ვუმატებთ შაქარს ეტაპობრივად, ბოლოს კი მიღებულ ბეზეს ვუმატებთ გახეხილ ვაშლს და გატარებულ ლიმონს ან ლიმონის წვენს. ვანილის კრემი: თბილ რძეში გავხსნათ შაქარი და ფქვილი, ვურიოთ განუწყვეტლივ, ადუღების შემდეგ ნელ ცეცხლზე მოსაშუშებლად საჭიროა 10 წთ დაახლოებით, გადაგვაქვს თასში, უნდა გაცივდეს ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე ავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ ცივი ფაფა ეტაპობრივად, ბოლოს ვანილი. მინანქარი: ქვაბში მოვათავსოთ კაკაო და შაქარი, დავუმატოთ წყალი, ადუღების შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, ვუმატებთ შოკოლადს, შოკოლადის გადნობის შემდეგ კი ზეთს. ავაწყოთ ნამცხვარი და გემრიელად მივირთვათ!