ხორცის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და არომატული სუნელები, რომელიც საკუთარი გემოვნების მიხედვით შეგვიძია შევარჩიოთ (მაგ: ხმელი ბაზილიკი, როზმარინი). 30 წუთი დავტოვოთ.მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ ძმარი და სოიოს სოუსი. შემდეგ დავამატოთ მოცხარის ჯემი და წამოვადუღოთ. ვადუღოთ ორიოდე წუთი, რომ ცოტა შესქელდეს.პამიდვრები გავჭრათ შუაზე. ტაფაზე ან გრილზე ხორცი და პამიდორი ერთად შევწვათ. პამიდორი უფრო ადრე ავიღოთ, ვიდრე ხორცი. თეფშზე დავასხათ სოუსი, ზედ დავდოთ ხორცის ნაჭრები და შემოვუწყოთ პამიდორი.