ჯერ ვიწყებთ სოუსის მომზადებას, ბლენდერში ვყრით ნახევარ თხილს, მწვანილებს, ვასხამთ ზეთს, ვუმატებთ სვანურ მარილს, ნიორს, წიწაკას, ძმარს და წყალს. ყველაფერს კარგად დავაბლენდერებთ და დარჩენილ თხილს ნელ-ნელა დავამატებთ, სანამ არ მივიღებთ სასურველ სისქეს. შემდეგ მოვზილოთ ცომი ჭვიშტარისთვის, ყველა ინგრედიენტი გადავურიოთ და გადავზილოთ, ვიდრე არ მივიღებთ ერთიან მასას. მივცეთ სასურველი ფორმა და გამოვაცხოთ ღუმელში. ქათმის სასურველი ნაჭრები შევწვათ ტაფაზე, დავბრაწოთ ბეკონი და ავაწყოთ ბურგერი.