ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწი, გავრეცხოთ. ჩავჭრათ შუაში სიგრძეზე ისე, რომ მთლიანობა არ დაირღვეს. მოვაყაროთ შიგნიდან და გარედან მარილი. გავაჩეროთ 1 სთ. გავწუროთ და შევწვათ ზეთიან ტაფაზე თავდახურული. მოვბრაწოთ ყველა მხრიდან. ისე, რომ შეინარჩუნოს სიმრგვალე. ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ ნიორი და ცოტა მწვანე წიწაკა დანაყილი. უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ჩაის კოვზის წვერით - ზაფრანა. ასევე ხახვი წვრილად დაჭრილი, ძმარი და მარილი გემოვნებით. კარგად გადავურიოთ და დავუმატოთ ცოტა წყალი, რომ გავათხელოთ. ამოვტენოთ ბადრიჯანი გულსართით. გემრიელად მიირთვით!