ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, რძე, მარილი, შაქარი და საფუარი. ეტაპობრივად დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ბოლოს დაუმატეთ 100 გ დარბილებული კარაქი. გადააფარეთ თავზე და დატოვეთ ცომი 1 საათით. სანამ ცომი ამოფუვდება, მოხარშეთ ბრინჯი ნახევრად (ანუ არასრულად). დაალბეთ ქიშმიში წყალში. გოგრა დაჭერით კუბიკებად. ყველაფერი შეაზავეთ მარილითა და შაქრით. სამუშაო ზედაპირზე ფქვილი მოაყარეთ, ცომი გაყავით 12 ნაწილად, გააბრტყელეთ, ცენტრში მოათავსეთ კარაქის ნაჭერი (15-20 გ) და ბრინჯისა და გოგრის შიგთავსი. ცომი შეკარით, თავზე გადაუსვით ზეთი და გააჩერეთ 20 წუთით. შემდეგ გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.