1 კილოგრამი საქონლის ხორცი (ანტრიკოტი) დავჭერი სასურველი ზომის ნაჭრებად, გავრეცხე გამდინარე წყალში და დავდგი მოსახარშად. რომ წამოდუღდა, პირველი წყალი გადავღვარე და ახალი დავასხი. თითქმის სრულად რომ მოიხარშა, გამოვრთე. ცალკე ქვაბში ჩავასხი ცოტა ზეთი და 2 ცალი მოზრდილი წვრილად დაჭრილი ხახვი 2 წუთი ვთუშე და გადავიტანე მოხარშული ხორცი. 5-6 წუთი გავაჩერე ცეცხლზე, ხშირ-ხშირად ვურევდი. ოდნავ მობრაწვისკენ რომ წავიდა , დავამატე თავისივე ნახარში წვენი, 250 გ სქელი ტომატი (სახლის) და წვრილად დაჭრილი 4 კბილი ნიორი. ვადუღე კიდევ 10 წუთი, შემდეგ დავამატე ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, დაღერღილი წითელი წიწაკა და მარილი. ბოლოს ცოცხალი ქინძი.ამოვურიე და გამოვრთე. გემრიელად მიირთვით!