კრემ-ყველსა და შაქარს ვთქვეფთ დაბალ სიჩქარეზე. ვუმატებთ ვანილსა და ლიმონის წვენს. შემდგომ სათითაოდ ვამატებთ კვერცხს და ვაგრძელებთ თქვეფას, ვამატებთ 35%-იან ნაღებს, სიმინდის სახამებელს და ცოტა ხანი კვლავ ვთქვეფთ დაბალ სიჩქარეზე. ვაცხობთ გახურებულ ღუმელში, ზედა-ქვედა წვაზე, 200-220 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში. განკუთვნილია 25 სმ ფორმისთვის. ვაცივებთ ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო შემდგომ მაცივარში მინიმუმ 6 სთ.