პირველ რიგში ყველა ინგრედიენტს ვამზდებთ წინასწარ, განსკუთრებით კი კრევეტებს ვასუფთავებთ ჯავშნისგან და ოდნავ ვჭრით ზედაპირს. ადუღებულ მარილიან წყალში ვყრით პენეს და ვხარშავთ მაქსიმუმ 10-15 წთ, მოხარშულს ვუწურავთ წყალს და ვასხმთ ცოტოდენ ზეთს, რომ არ მიიკრას. ბროკოლს ვაჭრით ბოლოებს, ვაცალკევებთ, ვასხამთ მდუღარე წყალს და ვაჩერებთ 10 წუთი. ამასობაში ვახურებთ ტაფას, ვასხამთ ზეითუნის ზეთს, კარაქს და ვყრით წვრილად დაჭრილ ნიორს, ვყრით კრევეტებს, ვაყრით ცოტაოდენ მარილს და ვწვავთ მაღალ ტემპერატურაზე დაახლოებით 5-7 წუთი, თან გამუდმებით ვატრიალებთ. ამოვიღოთ შემწვარი კრევეტები თასზე და დარჩენილ ცხიმსა და ნიორს დავუმატოთ ნაღები, ნახევარი გახეხილი პარმეზანი, ჩავყაროთ ბროკოლი და დავაყაროთ სანელებლები: მარილი, პილპილი, წიწაკა. მზა ნაღების მასას,დაუმატეთ მოხარშული პენე, დაახურეთ თავსახური და შუშეთ 2-3 წუთი. შემდეგ დააყარეთ შემწვარი კრევეტები კვლავ ამოურიეთ და პასტა პენე კრევეტებით მზად არის. სერვირება: ამოიღეთ პასტა, მოაყარეთ პარმეზანი და ფერადი პილპილი. გემრიელად მიირთვით!