ავთქვიფოთ კვერცხის ცილა + მწიკვი მარილი, შემდეგ ვუმატებთ შაქარს, კვერცხის გულს და დანარჩენ ინგრედიენტებს (არაჟნის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაწონი), მასა გაყავით შუაზე, მასის ერთ ნაწილს დავუმატე 2 სკ კაკაო, მეორე ნაწილს კი 2 სკ ფქვილი, საცხობი ფორმა 35 სმ. ვაცხობთ 170-180-ზე 35-40 წთ, აკონტროლეთ. კრემი: ოთახის ტემპერატურის კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ ვანილი და შესქელებული რძე. ბისკვიტზე ფორმის ამოსაჭრელად გამოვიყენებთ ტორტის რგოლს ან ჭიქას, წავუსვათ კრემი, ასევე მორჩენილი ბისკვიტი დავაქუცმაცოთ და მოვაყაროთ გარედან, უგემრიელესია!