1. გათალეთ ვაშლი და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად. 2. მოამზადეთ ღვეზელის შიგთავსი: დაადგით ცეცხლზე მოზრდილი ქვაბი, გამოიყენეთ ყავისფერი შაქარი, კარაქი და ცოტაოდენი დარიჩინი არომატისთვის, ოდნავ სქელი ტექსტურისთვის გირჩევთ ფქვილიც დაუმატოთ. არ ინერვიულოთ თუ წინასწარ არ გეცოდინებათ რამდენი ხნით უნდა დააყოვნოთ თქვენი მასა ქვაბში, როგორც კი კარამელიზებული შაქრის ტკბილი სურნელი დატრიალდება, თქვენი შიგთავსიც მზადაა. 3. ჩაამატეთ წინასწარ დაჭრილი ვაშლი მომზადებულ შიგთავსში და დააყოვნეთ 10-15 წუთი, რათა ვაშლმა სიტკბო კარგად შეიწოვოს. 4. მოათავსეთ წინასწარ მომზადებული ან ნაყიდი ცომი ფორმაში, გადაიტანეთ ვაშლის შიგთავსი და ღვეზელს გაუკეთეთ ზედა ფენა. 5. ღვეზელის გამოცხობა დაიწყეთ 215 გრადუსზე, როდესაც ზედა ფენა შეწითლდება, ცხობა განაგრძეთ 175 გრადუსზე. 6. დაახლოებით 45 წუთის შემდეგ ჩხირის დახმარებით დარწმუნდეით, რომ თქვენი ღვეზელის შიგთავსი მზადაა, გამოიღეთ ღუმელიდან და ზემოდან ცოტაოდენი ყავისფერი შაქარი და დარიჩინი მოაყარეთ, უგემრიელესი ვაშლის ღვეზელიც მზადაა!