1 ლ ცივ წყალში გახსენით სოდა და კარგად ამოურიეთ. სოდა რომ გაიხსნება, შიგნით ჩაალაგეთ ვაშლის ნაჭრები. დატოვეთ 6-8 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ვაშლს წყალი გადაავლეთ. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით 300 მლ წყალი. დაუმატეთ შაქარი და ამოურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და გააჩერეთ, სანამ შაქარი მთლიანად გადნება. შიგნით ჩაალაგეთ ვაშლის ნაჭრები და ხარშეთ 20-25 წთ-ის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი, ისევ ამოურიეთ და კიდევ 2-3 წთ ხარშეთ. ვაშლი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, შეავსეთ ცხელი სიროფით, მჭიდროდ გაახურეთ თავი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.