1. ღუმელი 3500 F (180 გრადუსზე/გაზი 4-ზე) შეათბეთ. ვაშლებს შუაგული 2,5 სმ-ით ამოაჭერით და გამოსაცხობ ჭურჭელზე გვერდი-გვერდ მოათავსეთ. 2. პატარა თასში შაქარი, ჰერკულესი, მსხვილად დაჭრილი ფინიკი, დაფქული დარიჩინი და კოჭა აურიეთ. თითოეული ვაშლი ამ მასით გაავსეთ, ზემოდან კი 1 ჩკ კარაქი დაადეთ. 3. გამოაცხვეთ 45-50 წუთის განმავლობაში, სანამ ვაშლები არ დარბილდება. გამოსაცხობ ჭურჭელზე დაგროვილი სითხე ვაშლებს გადაასხით და თბილი მიირთვით. შეგახსენებთ, რომ გამომცმელობა „პალიტრა L-მა“ დაიწყო ახალი კულინარიული სერიის გამოცემა. კულინარიული დღიურების თითოეული წიგნი 100 უგემრიელეს და გამორჩეულ რეცეპტს შემოგთავაზებთ. რიგით მეშვიდე წიგნი - „ჯანსაღი დესერტები“ - 24 ოქტომბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარია, ხოლო გაზეთთან ერთად - 15 ლარი. იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში ან გამოიწერეთ საიტიდან www.palitral.ge და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.