მრგვალი ლავაში გავჭერი შუაზე, გადავახვიე მილაკებივით, მივეცი ფორმა, დავალაგე საცხობ ლანგარზე. 1 კვერცხის გული და ცოტა რძე შევურიე, გადავუსვი დახვეულ ლავაშს და მოვაყარე სეზამის მარცვლები, შევდგი გახურებულ ღუმელში 3-5 წუთის განმავლობაში. ქათმის ფილე მოვხარშე და დავჭერი კუბიკებად, ქამა სოკო დავჭერი კუბიკებად, ზეთში შევწვი, ასევე დავჭერი 3 ც მოხარშული კვერცხი, შევურიე შავი წიწაკა, მაიონეზი და მარილი გემოვნებით. ამოვურიე ერთმანეთში ინგრედიენტები გამომცხვარ და გაცივებულ ლავაშში ჩავდე მზა სალათი, ბროწეულით გავაფორმე. გამოვიდა უგემრიელესი!