მოზრდილ თასში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი, სანელებლები და კარგად ამოურიეთ. ცალკე თასში მიქსერით ათქვიფეთ კარაქი, 2-3 წუთში დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და თაფლი, კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ კარაქიან მასას და კარგად აურიეთ. მიღებული ცომი გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და დაასვენეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით, უმჯობესია თუ მთელი ღამით გააჩერებთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები. დააწყვეთ ერთმანეთისგან 2 სმ-ის დაშორებით. თითოეულ ბურთულას ცენტრში გაუკეთეთ ჩაღრმავება. შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში აცხვეთ 14-15 წუთით. ამ დროს ორცობილები რბილია, მაგრამ გაგრილების დროს გამაგრდება და მიიღებს კარგ სტრუქტურას. თბილ ორცხობილებს კვლავ გაუკეთეთ ჩაღრმავება, რადგან ცხობის დროს შედარებით შეივსება. გაგრილებული ორცხობილების ჩაღრმავებები ამოავსეთ შესქელებული რძით. გემრიელად მიირთვით!