გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. კომშები შუაზე გაჭერით და ამოაცალეთ გული, შიგ ჩადეთ თაფლისა და ნიგვზის ნარევი და გამოაცხვეთ ღუმელში 20-30 წუთის განმავლობაში. კომშის სიმაგრზეა დამოკიდებული, უნდა დარბილდეს. კვერცხის ცილით და შაქრით ამოიყვანეთ ბეზე, დაადეთ კომშებს თავზე და 10-15 წუთით შეაბრუნეთ ღუმელში, ოღონდ 150 გრადუსზე. თუკი ძალიან ხრაშუნა ბეზე არ მოგწონთ, 10 წუთიც საკმარისი იქნება.