შოკოლადი დაჭერით და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. მწიფე ბანანი (ან ხურმა) დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ შოკოლადი და კვლავ დააბლენდერეთ. ერთიან მასას რომ მიიღებთ, გადაიტანეთ ფორმაში (წინასწარ ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი), ცელოფანი გადააფარეთ თავზეც და შედგით მაცივარში გასაგრილებლად. გემრიელად მიირთვით!