გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი ერთად, ცალკე გავააქტიუროთ სოდა მაწონში, შემდეგ ავურევთ ორივე მასას ერთმანეთში, ჩავუმატებთ ზეთს, მარილს და ვანილს და ავთქვებთ ისევ, ამის შემდეგ დავიწყებთ შესქელებას ფქვილით და მივიყვანთ საშუალო სისქემდე (არაჟანზე ოდნავ თხელი უნდა გამოვიდეს). ვაცხობთ დაბალ ცეცხლზე ზეთის გარეშე. გამოდის უგემრიელესი და უფაფუკესი.