თევზი ბერძნულად
თევზი ბერძნულად
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პამიდორი - 2-3
  • პრასი - 2-3 ღერი
  • ხახვი - 1 თავი
  • სტაფილო - 3 ცალი
  • თევზის ფილე - 4 ნაჭერი
  • ტომატ-პასტა - 1 ჩ.კ
  • მარილი და პილპილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • კვერცხი - 2
  • საფანელი
მომზადების წესები
თევზის ფილე გავრეცხოთ და ხელსახოცით შევაშროთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
ღრმა თეფშში კვერცხი ავთქვიფოთ. თევზი ჯერ კვერცხში ამოვავლოთ, შემდეგ საფანელში და შევწვათ ტაფაზე.
ქვაბში, ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, პრასი და გახეხილი სტაფილო. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი  პამიდორი და ტომატ-პასტა. ვშუშოთ 10 წუთი. დავამატოთ მარილი, წითელი წიწაკა და პილპილი. 
თეფშზე გადავიტანოთ თევზი, ზემოდან დავადოთ ბოსტნეული და მოვაყაროთ ოხრახუში.
ტეგები:
თევზი ბოსტნეული ნანახია: 12225