2 კილო ვაშლი გავრეცხე, გავთალე და დავჭერი. გული ამოვუღე და დავასხი 3 ლიტრი წყალი. მოვხარშე კარგად, ცხელივე გადავწურე თუშფალანგზე, ცოტათი გავაცივე ვაშლი და დავაქუცმაცე ჩოფერში. 2 ლ ვაშლის ნახარში წყალი გადავდე გვერდზე. 1 კილო სტაფილო გავრეცხე, დავასუფთავე, დავჭერი და 4 ლიტრი წყალი ჩავასხი, მოვხარშე კარგად. რომ მოიხარშა, ესეც გადავწურე თუშფალანგზე და ცოტა გავაცივე, ესეც დავაჩოფერე. სტაფილოს ნახარში 3 ლიტრი წალი გადავდე გვერდზე. ჯამში 5 ლ წყალი გამოვიდა ორივეს ნახარში დაჩოფერებული სტაფილო და ვაშლი ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ 5 ლ სტაფილოს და ვაშლის ნახარში წყალი და მოვურიოთ. კარგად რომ ადუღდება, 10 წუთი ვადუღებ. ქაფი კოვზით გადმოვიტანოთ. შემდეგ შაქარს ვაყრით გემოვნებით (მე 600 გ გავუკეთე) და კიდევ 10 წუთი ვადუღებ. სტრელიზებულ ქილებში ვასხამთ. ძალიან გემრიელი და არომატიულია.