პირველ რიგში ვიწყებთ ცომის მომზადებას. ფქვილს, მარილს და კვერცხს შევურევთ ერთმანეთში და ვიწყებთ მოზელვას, სანამ არ მიიღებს სასურველ ფორმას. შემდეგ ვახვევთ და ვასვენებთ ცომს. ვიწყებთ ბაჟეს მომზადებას. ქეშიუს, სუნელებს და ნიორს ვასხამთ ადუღებულ წყალს და ვაბლენდერებთ, მიღებულ მასას ვწურავთ წვრილ საცერზე და ვამატებთ მარილს და ძმარს გემოვნებით. ამასობაში მოვამზადოთ აჯიკის ზეთი. ბლენდერში ვასხამთ ზეთს, ვაგდებთ ხახვს, ვაშლს, მოწალულ მწვანილებს და წიწაკას, ვაბლენდერებთ დაახლოებით 4-5 წუთი, რის შემდეგაც ვიღებთ მარლას და ვწურავთ ზეთს. მჭადის ფირფიტებისთვის სიმინდის ფქვილს და ხორბლის ფქვილს ვურევთ ერთმანეთში, ვასხამთ თაფლს და ვაყრით დაღერღილ წიწაკას და მარილს. ვზელთ ცომს და პერგამენტის ქაღალდზე ვაბრტყელებთ დაახლოებით 1-2 მმ, ვდებთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი. შიგთავსში ვურევთ ნადუღს და პიტნას, ვუმატებთ მარილს. დროა დავიწყოთ კერძის აწყობა, გამოგვაქვს ცომი, ვაბრტყელებთ სასურველ ზომებზე და ვჭრით, გულში ვუდებთ ნადუღის მასას და მეორე ფენა ცომს ვაფარებთ თავზე. ვყრით ადუღებულ წყალში დაახლოებით 3-4 წუთით და გადმოგვაქვს. თეფშზე ვასხამთ ბაჟეს და ვდებთ კვერებს, შემდეგ ვასხამთ აჯიკის ზეთს და ვაყრით ხელში დატეხილ მჭადის ფირფიტებს და ბოლოს ვაყრით ერთმანეთში გადაზელილ ორივე სულგუნს. კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით.