ძირის ინგრედიენტები ერთად ავზილოთ და ჩავტკეპნოთ 23 სმ დიამეტრის ტარტის ფორმაში. ნაღები შევათბოთ, ჩავყაროთ გახეხილი შოკოლადი და ვურიოთ ერგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი და მოვათავსოთ ტარტში. ნამცხვარი 20 წუთით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ, შემდეგ 15 წუთი გავაგრილოთ და მერე 2 საათით მაცივარში შევდოთ. გაცივებულ ტარტს მოვასხათ განაში და ისევ შევდოთ მაცივარში, სანამ ზედაპირი შემაგრდება.