ფქვილი, შაქარი და ვანილი ავურიოთ კარგად, დავასხათ მდუღარე რძე, დავდგათ ქურაზე და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 5-7 წთ. როდესაც გაცივდება, შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ კვადრატებად და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 10-15 წთ. კარგად გაცივებულ თითოეულ ფირფიტას გადავუსვათ კრემი. ასე გავიმეოროთ 3 ფენა.