ხახვი, ნიორი და წიწაკა წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში. ქვაბში ჩავყაროთ ოსპი, დავუმატოთ მოშუშული ინგრედიენტები, დავასხათ წყალი, დავახუროთ საფარებელი და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. როდესაც ოსპი მოიხარშება, ბლენდერით დავაქუცმაცოთ, საჭიროების შემთხვევაში, ცხელი წყალი დავუმატოთ, შევანელოთ მარილითა და პილპილით, მოვაყაროთ დაჭრილი ბეგქონდარა (ან 1 ჩკ ხმელი) და სუფრაზე მიტანის წინ სურვილისამებრ წიწაკის ზეთით გავაფორმოთ.