* 1 ჭიქა წყალი გვჭირდება სიროფისთვის, ხოლო 1 ლ - ფორთოხლის ქერქის მოსახარშად. ფორთოხლებს ავაჭრათ კანი და სასურველ ზომაზე დავჭრათ. რბილობი სურვილისამებრ გამოვიყენოთ. ქერქებს დავასხათ 500 მლ წყალი და 20 წუთი ვადუღოთ, გადავასხათ, ისევ დავასხათ 500 მლ წყალი და ისევ წამოვადუღოთ. ამ დროს ქერქს სიმწარე გამოუვა. ცალკე ქვაბით წამოვადუღოთ 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა წყალი, სანამ შაქარი გაიხსნება, დავუმატოთ გადაწურული ფორთოხლის ქერქები და ვხარშოთ, სანამ სიროფი დაშრება, შემდეგ შევაგრილოთ და დარჩენილ შაქარში ამოვავლოთ. შევინახოთ ჰერმეტულ ჭურჭელში.