ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და წამოვადუღოთ, გავუწყოთ მარილი და ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები, ვადუღოთ რამდენიმე წუთი და ამოვიღოთ ლანგარზე. ქინძი, ნიგოზი, ნიორი, ძმარი და 1 ჭიქა თევზის ბულიონი ბლენდერით ავთქვიფოთ. თუ მასა სქელი იქნება, ბულიონით გავათხელოთ, სურვილისამებრ შევურიოთ მარილი. მომზადებულ საწებელში ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები და გავაცივოთ.