საქონლის ხორცი თხელ კუბებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი და კიტრის მწნილი. მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ კარტოფილი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხორცი და 3-4 წუთი ვშუშოთ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დავუმატოთ ხახვი და ერთად მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. დავასხათ 3 ჭიქა ცხელი წყალი, დავახუროთ საფარებელი და ვშუშოთ ხორცის დარბილებამდე, შემდეგ დავუმატოთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი ტომატპასტა, წამოვადუღოთ და კიტრის მწნილი, მარილი და პილპილი დავუმატოთ. ჩაშუშულ ხორცს სულ ბოლოს დავაყაროთ მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. კერძის მზადების პარალელურად ზეთში შევწვათ კარტოფილი ტაფაზე ან ღუმელში, სურვილის მიხედვით. ჩაშუშული ხორცი შემწვარ კარტოფილთან ერთად მივირთვათ.