კომბოსტო თხლად დავჭრათ, ხახვი - ალყა-ალყა. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ბოსტნეული საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ ჯანჯაფილსა და ნიორთან ერთად, სანამ კომბოსტო გამჭვირვალე გახდება. შუშვისას მოვასხათ სოიოს სოუსი და მოვაყაროთ წიწაკა. შემდეგ დავუმატოთ პამიდვრის პიურე ან ცოტა წყალში გახსნილი ტომატპასტა, როცა ადუღდება, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და გადმოვიღოთ თეფშზე. კერძი გავაფორმოთ სეზამის მარცვლებით.