თევზი ბაჟეს სოუსში
თევზი ბაჟეს სოუსში
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქინძი - 1 კონა
  • ნიგოზი - 200 გ
  • ნივრის კბილი - 1-2
  • თევზი - 600-800 გ
  • მარილი და პილპილი
  • უცხო სუნელი
მომზადების წესები
ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპში გავატაროთ, შემდეგ თანდათანობით ვასხათ გადადუღებული წყალი. მოვურიოთ. უნდა მივიღოთ საშუალო სისქის მასა. დავამატოთ გემოვნებით სუნელები: უცხო სუნელი, ქინძი, მარილი, პილპილი. შეგვიძლია სულ ცოტა მშრალი აჯიკაც გავურიოთ.

თევზის ნაჭრები შევწვათ ტაფაზე, შევაშროთ ზედმეტი ცხიმი ხელსახოცით, ჩავალაგოთ ღრმა ჭურჭელში და დავასხათ სოუსი. გავაჩეროთ მაცივარში 20-30 წუთი, რათა გემო უკეთ გაუჯდეს.

მზა კერძი ბროწეულის მარცვლებით მოვრთოთ

Fish in bazhe - traditional Georgian walnut sauce
ტეგები:
თევზი ბროწეული ნიგოზი ბაჟე ნანახია: 70168