პირველ რიგში მოვზილოთ ცომი. ორივე სახის ფქვილი გადავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ მარილი და წყალი. მოვზილოთ დარბილებამდე, გადავახვიოთ და დავასვენოთ. შიგთავსისთვის ნადუღი, ხაჭო,თქვენი გემოვნებით შერჩეული ჩირის ნაირსახეობა და ასევე თხილეული, ვანილი, შაქარი და მწიკვი მარილი გადავურიოთ ერთმანეთში და შიგთავსი მზადაა. ქლიავის სოუსისთვის პატარა ქვაბში ვყრით ქლიავს, ვამატებთ ოდნავ შაქარს, მწიკვ მარილს და გემოვნებით დაღერღილ წიწაკას. როგორც კი წვენს გაუშვებს, დავამატოთ ნაღები და კარგად წამოვადუღოთ. როგორც კი მომზადდება, გავცრათ საცერზე და სოუსიც მზადაა. ცომი გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ თხლად და ჩავდოთ შიგთავსში, შევახვიოთ მსხლის ფორმაზე ისე, რომ ჰაერი შიგნით არ დარჩეს. ხარშვა დავიწყოთ ჯერ წყალში და ბოლო 3 წუთში ჩავამატოთ რძე, რომ ხარშვა დაასრულოს რძეში. ოდნავ ჩაღრმავებულ თეფშში ჩავასხათ სოუსი და ჩავდოთ მოხარშული კვარი. გემრიელად მიირთვით!