ხორცს ვკეპავთ მწვანილებთან, ხახვთან და ნიორთან ერთად, ვაზავებთ სუნელებით და ვდებთ გვერდზე, რომ გემო გაუჯდეს, პარალელურად ბლენდერში ვათავსებთ კანგაცლილ პომიდორს, ვუმატებთ მწვანილს, ხახვს და ნიორს, ასევე სუნელებს და თაფლს, ვაბლენდერებთ კარგად, შემდეგ ვწურავთ და ვათავსებთ სიფონში, ვტენით ერთი ბალონით და ამასაც ვდგამთ გვერდზე. ჯამში ვასხამთ ზეთს, სოიოს სოუსს, დავუმატებთ ნიორს და მშრალ აჯიკას, ვურევთ კარგად, რომ გახდეს ერთიანი ბლანტი მასა და ვათავსებთ კვერცხის გულსს. მწვანე ზეთის შემთხვევაში უბრალოდ მწვანილებს ვაბლენდერებთ ზეთთან ერთად და შემდეგ ვწურავთ. შეგვიძლია დავიწყოთ სერვირება: ღრმა თეფშში ვათავსებთ ტარტარის მასას, ცენტრში ვუკეთებთ ღრმულს და მანდ უკვე ვდებთ დამარინადებულ კვერცხის გულს, გარშემო ვასხამთ პომიდვრის სოუსს და მწვანე ზეთს, შეგვიძლია გავაფორმოთ მიკრო მწვანილებით.